ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ოჯახი ადასტურებს რომ აწ გარდაცვლილი დეპუტატი ნამდვილად შეხვდა პირებს, რომლებიც გასაჯაროებულ ჩანაწერში ფუტკარაძეს ნაციონალური მოძრაობის დატოვების სანაცვლოდ ქრთამს სთავაზობდნენ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსეზე ზეწოლისა და ქრთამით მოსყიდვის ფაქტით კი სამართალდამცველები ამ დრომდე არ დაინტერესებულან, იმის მიუხედავად, რომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მათ ოპოზიციამ უკვე მიმართა. ქართული ოცნება ამ საქმესთან აჭარის მთავრობის მეთაურის – თორნიკე რიჟვაძის ოჯახის კავშირს გამორიცხავს და ნაციონალურ მოძრაობას ცილისწამებაში ადანაშაულებს.
ენმ-მ აუდიოჩანაწერები დღეს გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, ის თავად ფუტკარაძის გაკეთებულია და გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, გიორგი კირთაძეს გადასცა.
ირკვევა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები სავარაუდოდ მმართველი გუნდის დავალებით, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ პარტიის დატოვების სანაცვლოდ. ისინი ითხოვდნენ ფუტკარაძე დამოუკიდებელი დეპუტატი გამხდარიყო, რითიც ბათუმის საკრებულოში ენმ უმრავლესობას დაკარგავდა.
ოპოზიციის თქმით, საქმის მთავარი ფიგურანტები არიან მამა-შვილი რიჟვაძეები