14 წლის ნინის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნიკა ტაკიძეს.
ნინი ცეცხლაძის დაღუპვის შემდეგ დააკავეს ნიკა ტაკიძე და მოზარდის ბაბუა – სულიკო ცეცხლაძე მიუხედავად იმისა, რომ მოზარდს ამ შემთხვევამდე ორი თვით ადრე ჰქონდა სექსუალური ძალადობის შესახებ პოლიციისთვის ჩვენება მიცემული.
მოსამართლემ 24 წლის ბრალდებული გაამართლა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.
ნიკა ტაკიძის მამის, იაშა ტაკიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამავე მოსამართლემ გამოუტანა განაჩენი ნინის ბაბუას – სულიკო ცეცხლაძეს 6 აგვისტოს შეუფარდეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ოჯახში ძალადობისთვის. ის მუქარის ნაწილში გამართლდა.