„საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე სანქტ-პეტერბურგში დააკავეს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, მისი დაკავება უკავშირდება გაფლანგვის საქმეს.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 2016 წელს „კონსტანს ბანკიდან“, დაახლოებით, სამი მილიარდი რუბლის დაკარგვის გამო, რომლის მფლობელი ებრალიძე იყო.
ებრალიძე ცნობილია როგორც კომპანია „თალიონის“ დამფუძნებელი. 2009 წელს კი საქართველოს ხალხთა კონფერენციაზე, სოჭში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს