“სააკაშვილმა ბოლომდე ჩამოხადა ხელისუფლებას ნიღაბი მათ შეუძლიათ ადამიანები მოკლან, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ.” – ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში საინფორმაციო პორტალის “ევროპა საქართველოსთვის” რედაქტორმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ისაუბრა:
“მე დავინახე იუსტიციის მინისტრის, კობახიძის და მთელი ხელისუფლების მოქმედებების ჯაჭვი. ისინი აშკარად ცდილობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ეპოვნათ და ამბავი გადაწყვეტილიყო. ეძებდნენ , რომ მას მიეღო გადაწყვეტილება, რა უნდა ექნათ მოშიმშილე , სიკვდილის პირას მყოფი პრეზიდენტისთვის.
სააკაშვილმა ბოლომდე ჩამოხადა ხელისუფლებას ნიღაბი მათ შეუძლიათ ადამიანები მოკლან, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩნენ.
მიშა სააკაშვილი დადიოდა სოფელ-სოფელ,სახალხო ლიდერი იყო და მაგიტომაც იყო ასეთი მაგარი. ის არის ნამდვილად თავდადებული თავისი ქვეყნის მიმართ.
ადგნენ და ხალხს დაელაპარაკონ,სოფლებში გავიდნენ, მორჩეს ეს ელიტიზმი.”- განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.