რომელმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი

აშშ-ს მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ გარკვეული ჯგუფის ანტიდეპრესანეტების  – სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების – მიღება

მნიშვნელოვნად ამცირებდა სიკვდილის რისკს კორონავირუსული ინფექციის დროს.

სპეციალისტებმა გააანალიზეს აშშ-ში 500 ათასი პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათი. მათგან 83,5 ათას ადამიანს 2020 წლის იანვრიდან სექტემბრამდე დაუდგინდა COVID-19. -სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები დანიშნული ჰქონდა მათგან 3,4 ათას ადამიანს.

მკვლევარებმა შეადარეს კორონავირუსული ინფექციის გამოსავალი მათთან ვინც ასეთი პრეპარატებს იღებადა საკონტროლო ჯგუფთან. გამოირკვა, რომ ამ პრეპარატების მიღების შედეგად, სიკვდილის რისკი 8%-ით ნაკლები იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

 

მკვლევარების განცხადებით, დარწმუნებით რომ ვთქვათ ამ ჯგუფის ანტიდეპრესანტების სარგებლობაზე COVID-19-ის დროს, აუცილებელია მსხვილმასშტაბიანი რანდომული კლინიკური კვლევები.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: