“ვინც ამ ლოქდაუნს ტაშს უკრავთ, ან ჩლუნგები ხართ, ან მავნებლები, ან უსინდისოები “

ირინა სარიშვილი, მთავრობის მიერ დღეს დაწესებულ შეზღუდვებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

“შენ – ღორო ხელისუფალო!

გქონდათ 3 მილიარდი სპეციალურად კოვიდ19–თან გასამკლავებლად და თქვენივე პროგნოზით შემოდგომაზე ახალი ტალღისთვის მოსამზადებლად.
არ შეიძინეთ აპარატურა;
არ გადაამზადეთ ექიმები;
არ აწარმოეთ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების (ინსულინზე, დიალიზზე და ა.შ. დამოკიდებულები), ხელახალი აღრიცხვა,რაც აუცილებლად გასაკეთებელია პანდემიის დროს;
არ აღჭურვეთ და მოამზადეთ სკოლები, საბავშვო ბაღები და სასწავლო დაწესებულებები იმისათვის, რომ პროცესი არ შეწყვეტილიყო;
არც ის 200 ლარი გადაგიხდიათ 6 თვის მანძილზე უმუშევრად დარჩენილებისთვის;
არ გააკეთეთ არაფერი გარდა იმისა, რომ პირველი ტალღის დროს გამოცხადებული ლოქდაუნის მოხსნის შემდეგ გაავსეთ საქართველოს საკურორტო ზონები და დიდი ქალაქები სხვადახვა გზით ოჯახებით შემოთრეული რუსი “ტურისტებით” და პარალელურად ყველა სხვა ქცეყნიდან ჩამოსული, მათ შორის აქართველო მოქალაქეები, აიძულეთ თქვენს ფავორიტ ე.წ.კოვიდსასტუმროებში გაეტარებინათ 2 კვირა და აი აქ დახარჯეთ, არა, კი არ დახარჯეთ, დაატრიალეთ იმ 3 მილიარდის ნაწილი, მეორე ნაწილი “არჩევნებს” მოახმარეთ….
ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, რაც არ გააკეთეთ და რაც გააფუჭეთ…
და ყოველივე ამის შემდეგ, განადგურებული ლარით, ავარდნილი ფასებით და გაყალბებული არჩევნებით დღეს ბედავთ და აცხადებთ ლოქდაუნს, რომელიც არაფერს არ ემახურება, გარდა თქვენი პოლიტიკური ინტერესისა და რომელიც საერთოდ მიწასთან გაასწორებს ისედაც განადგურების პირას მყოფ ეკონომიკა.
ვის უცხადებთ ლოქდაუნს?!
ხალხს, რომელსაც არც მანქანა აქვს და არც ტაქსის ფული?! რითი იაროს ამ ხალხმა სამსახურში?! როგორ იაროს სამსახურში დედამ, როცა ბავშვი ბაღში ვეღარ მიჰყავს?! როგორ?!
ხალხს, რომელსაც ყოველდღიურად შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილი ემუქრება?!
ხალხს, რომელაც სხვა გზა არა აქვს და დღის განმავლობაში მაინც შევა აფთიაქში, მაღაზიაში, სანამ ბოლო მარაგს არ გამოლევს?!
ხალხს, რომელსაც არც ამ ზაფხულს დაუსვენია და არც რესტორნებში უვლია?!
აბა მათ, ვინც არც დასვენება მოიკლო, რესტორნებშიც იარა, მანქანაც აქვს და ტაქსის ფულიც და არც პირბადეების ცვლა გაუჭირდება საათში ერთხელ, იმას სულ ფეხებზე არ კიდია თქვენიანად ეს ლოქდაუნი?! საშვებიც ექნება, საჭმელიც, და კიდევ სხვებსაც დაამუნათებს და ჭკუას ასწავლის – ლოქდაუნი საჭიროაო.
აი თქვენ კი, ვინც ამ ლოქდაუნს ტაშს უკრავთ, ან ჩლუნგები ხართ, ან მავნებლები, ან უსინდისოები და ან ისე შეშინებულები, რომ შიშმა გონება დაგიბინდათ და ვეღარ აზროვნებთ.
ყველაზე შემზარავი კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი – მდიდარიც და გაჭირვებულიც, ვინც შიშში, სხვების სიცოცხლის ხარჯზე სიმშვიდეში, სიყალბეში და მონობაში სიცოცხლეზე თანახმაა, ხოლო კარანტინის დასრულების შემდეგ კი რეტორანში გაშლილ მდიდრულ სუფრაზე ყანწით ხელში ამაყად შემოსძახებს: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი” და არც შერცხვება, რადგან მონას სირცხვილის გრძნობა არა აქვს.
მიმიფურთხების ასეთი სიცოცხლისთვის!”- წერს სარიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 89
    რეკომენდაციები კოვიდის შესახებ -ექიმი მარინა ტოტოჩავაკოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე,  ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
    Tags: და, არ
  • 82
    "ძალიან გაგვიჭირდება, ყველაფერი მთავრობის ბრალია" - გურულები ფასების მატებასა და გაქცეულ ლარზელარის კურსისა და ეკონომიკის ვარდნას, ბოლო პერიოდში ქვეყანაში უფრო მეტად გაღარიბებული მოსახლეობა და კიდევ უფრო მეტი უიმედობა მოჰყვა. ზეთი, შაქარი, ფქვილი, მედიკამენტები, თითქმის, არ არსებობს არც ერთი პროდუქტი და სამკურნალო საშუალება, რაზეც ფასები არ გაზრდილიყოს. ისედაც ღარიბ და ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაში კი, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიღარიბიდან, უკვე, სიღატაკის ზღვარს უახლოვდება.…
    Tags: და, არ
  • 82
    იახტა, სადაც მიხეილ სააკაშვილს ეძებდნენ, ფოთის პორტშია - საქართველო საერთაშორისო სკანდალში ეხვევაგონიოს სანაპიროდან 12 კილომეტრში საზღვაო პოლიციამ იახტა გააჩერა და თოკებით მიიბა. უცხო ქვეყნის ეკიპაჟს მიზეზი ვერ აუხსნეს, ამიტომ იახტაზე მყოფებმა თოკები ჩაჭრეს და გზა, ისევ თურქეთის მიმართულებით გააგრძელეს. რამდენიმე წუთში იახტა ინსიემე ისევ შეაჩერეს და უკვე საღამოს 9 საათზე მასზე სანაპირო დაცვის წევრები გადასვეს. გემი დაათვალიერეს და რამდენიმე საათის შემდეგ ვოლოდიმერ დიაჩენკოს, იური…
    Tags: და, არ, არც
  • 81
    მთავარი არც სახელები და გვარებია, არც პარტიების სახელწოდებები, მთავარია ერთობა - ნიკა გვარამია"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში, ოპოზიციის ლიდერების მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას აქვეყნებს - "ჩვენი საარჩევნო სუბიექტი, არ აღიარებს ლეგიტიმურად 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და მოქმედი საარცევნო კომისიის და არსებული შედეგების პირობებში, არ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურებში და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე" - ამ შეთანხმებას გადაცემაში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა…
    Tags: და, არც, არ