”ძალიან ბევრი საკითხი დარწმუნებული ვარ, როგორც დანარჩენ მოსახლეობას, მეც ასევე მაინტერესებს. ამავე დროს, მე მაქვს იქ შესვლის უფლება, მაგრამ მეორე მხრიდან ხომ უნდა იცოდე, რომ შენი ნახვა უნდათ.
რაც მე მესმის იმ მედიასაშუალებებიდან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა აკონტროლებს, ისინი ჩვენ მტრებად აღგვიქვამენ მაშინ, როდესაც ანალოგიური დამოკიდებულება არასდროს არ გვქონია. ” – გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მასთან შესახვედრად მივიდოდა.