მთავრობა სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებს? – „ღარიბაშვილი თუ ამას მალავდა, დასაჭერი ყოფილა“ – რას უპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილს?

რას უპირებს ივანიშვილი ღარიბაშვილს და სად მიდის ივანიშვილის „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დაპირებული სამუშაო ადგილები? – დავით ჭიჭინაძე ივანიშვილის მიერ ღარიბაშვილის შეფასების შემდეგ პრემიერის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. „ტრიბუნას“ ლიდერი ასევე აბსრუდულს უწოდებს 200 ათასი ადამიანის დასაქმების დაანონსების საკითხს და ამბობს, რომ თუ ეს რეალობაა და ღარიბაშვილი  მალავდა „მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასაჭერი ყოფილა“.

„ღარიბაშვილი პირდაპირ ვერ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილს მის დამცინავ შეფასებებში, რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მაინც არ აწყენინა და ისეთი აბსურდული განცხადებები გააკეთა რომ დამამტკიცებელი დაუდო.

აბსურდია, როდესაც 200 ათასი ადამიანის დასაქმებას აანონსებ და თან ორ-ორ ადგილას. მაშინ გამოდის  600 ათასი სამუშაო ადგილი ყოფილა ქვეყანაში და აქამდე დამალული ჰქონდათ.

ამას გარდა, 200 ათასი კაცის სამუშაო ადგილის შექმნა,  დამატებითი ღირებულების შექმნას ნიშნავს. ანუ,  ჩვენს ქვეყანაში იმდენი ახალი დამატებითი პროდუქტი შეიქმნება, რომ იქიდან შემოსული გადასახადებით არათუ პენსიონერს მოემატება  პენსია და მასწავლებელს ხელფასი, ეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტს გაარმაგებს, რაც  ჯერ ვერავინ  მოახერხა. ხოლო თუ ეს ყველაფერი ღარიბაშვილმა ამდენი ხანი იცოდა და  ორი პრემიერობის მანძილზე  გვიმალავდა, მაშინ ივანიშვილის მდივანი კი არა, დასჭერი ყოფილა.

ან რას ნიშნავს საზოგადოებრივად სასარგებლო სამუშაოები?!

აქამდე ვიცოდით, რომ ამას პატიმრებს უსჯიდნენ და ასე აპირებს პრემიერი 200 ათასი ადამიანის დასაქმებას?!

გამოდის ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტას აპირებენ, რადგან დაფინანსების წყარო აღარ არსებობს.

რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ისედაც დაცლილი ქვეყნიდან ახლა უკვე ნამდვილად ყველა გაიქცევა, ვისაც კი ამის ელემენტარული საშუალება მიეცემა.

ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება კი არაა ამოგლეჯილი კონტექსტიდან, კონტექსტიდან მთელი 9 წელია ამოგლეჯილი, რასაც ვერასოდეს გავასწორებთ“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share