ოზურგეთის მერმა სოფლის გამგებლები თანამდებობებიდან ელექტრონული ფოსტით დაითხოვა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ სოფლის გამგებლები თანამდებობებიდან  ელექტრონული შეტყობინებებით დაითხოვა.
როგორც  “გურიის მოამბეს”  აცნობეს, დღეს  სოფლის გამგებლებს , ანუ მერის წარმომადგენლებს ადგილობრივ    ტერიტორიულ  ერთეულებში,  უფლებამოსილების ჭეწყვეტის შესახებ  შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით მიუვიდათ.
როგორც შეტყობინებებშია ნათქვამი ოზურგეთ ის მერმა რწმუნებულებს აცნობა, რომ ყველა მათგანს  უფლებამოსილება დღეს შეუწყდათ.
გაგზავნილია Gazeti Guriis Moambes Redaqsia-(ი)ს მიერ 19:04-ზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share