ერთობით იწყება ორობაი, ორი გახდება სამი, პროტესტი უწყვეტი, აქტიური უნდა იყოს

”ბუნებრივია, ვერ ვიტყოდი, რომ აქამდე რაც აქტიურობა იყო, წყალში გადაყრილია. არა, პირიქით, ყველა ნაბიჯი საერთოობით დიდ შეკრებას წინ უსწრებს და შეჯამებაში მიიღებს მონაწილეობას. ერთობით იწყება ორობაი – ასეა ზოსიმედან მოყოლებული, ერთი, ორი, ამას რომ შევკრებთ, გახდება სამი.
პერმანენტული უნდა იყოს, მუდმივი, უწყვეტი, აქტიური, უფრო მობილიზებული და მეტად ორგანიზებული. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიდეთ იქითკენ, რომ საერთო დიდ წერტილში ერთად მოვიყაროთ თავი ძალიან ბევრმა რაოდენობამ. ჩვენ მეტნი, მეტნი ვართ. 2016 წლიდან მოყოლებული მეტნი ვართ’.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა მურმან დუმბაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share