ბათუმის ბიუჯეტს ვადაგასული საკრებულო ამტკიცებს – ხელჩართული დაპირისპირება და კიდევ უფრო ხმაურიანი სხდომის მოლოდინი

ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა ქართული ოცნებისგან და ხელჩართული დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში. ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლება ღია პოლიტიკურ თაღლითობაზე მიდის – ქართული ოცნება ცდილობს მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი საკრებულოს ძველი, ქართული ოცნების კონტროლირებადი შემადგენლობით დაამტკიცოს.

ოპოზიციამ  ბიუროს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელმაც ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგში სწორედ ბიუჯეტის საკითხი ჩართო. რამდენიმე საათიანი ხმაური და პრაქტიკულად ხელჩართულ დაპირისპირებამდე მისული კონფლიქტი საბოლოოდ პოლიციის ჩარევით დასრულდა, რომელმაც უკვე საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციონერები შენობიდან ძალით გაიყვანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share