გურიანთაში ურეკსა და სოფელ ოზურგეთში ძველი გამგებლები დარჩებიან – ახალმა მერმა 13 სოფელში წარმომადგენელი დანიშნა

დღეს, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 13 ტერიტორიულ ერთეულში თავისი წარმომადგენელი დანიშნა, მათ შორის აღსანიშნავია, რომ გურიანთაში, ურეკსა და სოფელ ოზურგეთში თანამდებობები ძველმა გამგებლებმა – შესაბამისად გია ფასიეშვილმა, დავით რობაქიძემ და ბადრი თავდუმაძემ – შეინარჩუნეს.

დანარჩენ 10 ტერიტორიულ ერთეულში კი ახალი წარმომადგტენლები იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ 10 დან ერთი “კარგად დავიწყებული ძველია”, მერიის თემში გამგებლად  გრიგოლ კოსტავა, ერთდროს კოტე შარაშენიძის გუნდის წარმომადგენელი, დაბრუნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share