“ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდნენ და საშიშია, რომ გამრავლდნენ” – რას აცხადებდნენ ცნობილი უცხოელები ქართველებისა და საქართველოს შესახებ?

გთავაზობთ ცნობილი უცხოელების გამონათქვამებს საქართველოსა და ქართველების შესახებ.

ჩარლზ დარვინი

charles-darwin-3000-3x2gty-56a4890a3df78cf77282ddaf-1637655595.jpg

“სპარსელების აღწერისას, ძველი მოგზაური შარდენი ამბობს, რომ მათი სისხლი უაღრესად გაკეთილშობილებულია ქართველებთან გახშირებული ქორწინებების გამო. სპარსეთში არ მოიძებნება გამოჩენილი სპარსი, რომელსაც ქართველი დედა არ ჰყავდეს.”

იმანუელ კანტი

kant-immanuel-1637655677.jpg

“ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე. საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ.”

მარკო პოლო

marco-polo-iran-tp-3bd318-1637655936.jpg

“ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო (ეს არაა დამტკიცებული ისტორიულად). ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რომელსაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსადაა ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია მთა, ხევი და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა.”

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

“ეს ერი – ქართველები, ცოდოა რომ გადაშენდეს და საშიშია, რომ გამრავლდეს…”

ფრიდრიხ ენგელსი

friedrich-engels-hd-1637655822.jpg

“ნეოლითური ხანის (ძვ.წ. 10, 200 – 2000 წწ.) არა მარტო ესპანეთის, არამედ საფრანგეთის, ინგლისისა და გერმანიის მთელი ტერიტორიისა, ყოველ შემთხვავაში რაინამდე ეკუთვნოდა როგორც ჩანს იბერიულ რასას.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share