“მთავარი არხის” სანქცირების კანონიერებაში ეჭვი ეპარებათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათი თქმით, არ არსებობს ნორმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში ეთერში მსგავსი კლიპის გაშვებას კრძალავს.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს და უკვე სასამართლოსგან მოისმინონ არგუმენტები და განმარტება, რამდენად კანონიერად მოხდა არხისთვის უმაღლესი ჯარიმის დაწესება.
მათი თქმით, ეს სახიფათო სიგნალია როგორც დამოუკიდებელი მედიისთვის, ისე გამოხატვის თავისუფლებისთვის, რადგან ამის შემდეგ მარეგულირებლემა კომისიამ სანქცია შესაძლოა ნებისმიერი სხვა არგუმენტის საფუძველზეც გამოიყენოს.