ახალი ბიუჯეტით, ბათუმის ა(ა)იპები 40 მილიონით მეტს მიიღებენ, დაფინანსება უმცირდებათ უფასო სასადილოებს

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2022 წლის ბიუჯეტით, რომელიც დღეს 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა დაამტკიცეს, ბათუმში, დაფინანსება ეზრდებათ ა(ა)იპებს

“ა(ა)იპები, რომლებიც მმართველი პარტიის აქტივის დასასაქმებლად გამოიყენება, 40 მილიონი ლარით მეტს მიიღებენ, იქ დასაქმებულთა ხელფასი კი 2 მილიონით გაიზრდება.

სამაგიეროდ მცირდება ისეთი ქვეპროგრამების დაფინანსება როგორიც არის უფასო სასადილოები, ღამის დროებითი თავშესაფარი, მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისების განვითარება, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა.” –  ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share