სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას, მისალოცი წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, წალენჯიხის არჩეულ მერს, გიორგი ხარჩილავას, მისალოცი ბარათს გაუგზავნა.

წერილში სალომე ზურაბიშვილი ულოცავს მერად არჩევას და იმედს გამოთქვამს, რომ წალენჯიხაში მნიშვნელოვანი ,უნიციპალური პროექტები განხორციელდება.

გილოცავთ წალენჯიხის მერად არჩევას და თვითმმართველობის ახალი სამუშაო ეტაპის დაწყებას…

იმედი მაქვს, თქვენი მუნიციპალიტეტი განახორციელებს ჩართულობის ისეთ პროგრამას, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს და ჩამოაყალიბოს თანამედროვე მოქალაქე, როგორც პარტნიორი მმართველი... – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

წალენჯიხა ერთადერთი რეგიონია, სადაც ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა და არჩეული მერი გახდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share