წუხელ გვიან ღამით, ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევა სარკინიგზო გადასასვლელთან ავტობანზე მოხდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა გაზის მილი, რის გამოც მოძრაობა ერთი საათით იყო ჩაკეტილი.
როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, გაზის მილის დაზიანება ტრაილერის შეჯახებამ გამოიწვია. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია,სახანძრო სამაშველო სამსახური და “სოკარის” თანამშრომლები.მოხდა დაზიანებული მილის მოჭრა, რაც მოძრაობას აფერხებდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, ეს, ტრაილერის მიერ გაზის მილის დაზიანების უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ორ დღეში.
შს-მ აღნიშნულ ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალწარმოება 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო, რაც ჯარიმას გულისხმობს.
მსგავსი სტატიები
- 48
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 45
19 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კლუჟში საქართველოს ჩემპიონ ქალთა საფეხბურთო გუნდი "ლანჩხუთი" რუმინეთის ჩემპიონ "კლუჟს" დაუპირისპირდა და ხატია ჭყონიას გატანილმა გოლმა გუნდს დიდი გამარჯვება მოუტანა. მანამდე ჩვენებმა ყაზახეთის ძლიერი გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხეს და იქაც ორივე გოლის ავტორი ხატია ჭყონია იყო. როგორც მწვრთნელი ამბობს, რუმინეთის გუნდთან ბრძოლა არ იყო ადვილი, მაგრამ გოგონებმა ეს…
- 43
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 43