საუბრის ძირითადი ნაწილი შეეხო იმას, როგორ განხორციელდეს ქვეყანაში ძირეული ცვლილებები – აკო მინაშვილი

რამდენიმე  დღიანი ლოდინის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან ,,ენმ”-ს წევრი, აკაკი მინაშვილი, შეუშვეს. გორის ჰოსპიტალიდან გამოსული ,,ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ მათი მთავარი მიზანი უცვლელი რჩება-საპყრობილიდან გაათავისუფლონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ბრძოლა იქნება შემტევი, მაგრამ მშვიდობიანი – აცხადებს მინაშვილი. მის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის და მისი მთავარი ამოცანა 29 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრებაა.

”ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმო იმას, როგორ განხორციელდეს ქვეყანაში ძირეული ცვლილებები, რომ ამოვიდეთ ამ ჭაობიდან და დავიწყოთ განვითარება. ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ოღონდ ,,ოცნების” გაყალბების გარეშე -ეს ყველამ ვიცით. კონკრეტული გეგმა არის თითოეული მოქალაქის გააქტიურება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა”’ – განაცხადა აკო მინაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share