ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 13 სოფლიდან 9-ში ახალი რწმუნებული დანიშნა.
მათ უკვე გაუფორმდათ შესაბამისი ხელშეკრულებები.
ესენია: კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეული – დავით თოიძე;
მაკვანეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ბაბილოძე;
მერიის ადმინისტრაციული ერთეული – გრიგოლ კოსტავა;
მთისპირის ადმინისტრაციული ერთეული – ვლადიმერ ჩავლეშვილი;
ნატანების ადმინისტრაციული ერთეული – ვალერიან ვაჩეიშვილი;
შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეული – თამაზ ბურჭულაძე;
ცხემლისხიდის ადმინისტრაციული ერთეული – გრიგოლ ძიძიშვილი;
ჭანიეთის ადმინისტრაციული ერთეული – ზაზა სალუქვაძე;
ჯუმათის ადმინისტრაციული ერთეული – მიხეილ ებრალიძე.
დაბა ურეკში,სოფელ გურიანთაში, სოფელ ოზურგეთში და ვაკიჯვარში, თალაკვაძემ ძველი კადრები დატოვა და შესაბამისად, ადგილებზე მუშაობას კოტე შარაშენიძის მიერ დანიშნული გამგებლები გააგრძელებენ. ესენია: დაბა ურეკის ადმინისტრაციული ერთეული – დავით რობაქიძე; გურიანთის ადმინისტრაციული ერთეული – გია ფასიეშვილი; სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციული ერთეული – ბადრი თავდუმაძე; ვაკიჯვარის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი მდინარაძე.
რაც შეეხება დანარჩენ 17 ადმინისტრაციულ ერთეულს, იქ ჯერ ახალი კადრები შერჩეული არ არის.