“რატომ არ დატოვეს ეს ჭკვიანი, ენერგიული, ხალხისთვის თავდადებული ადამიანი მთისპირში მერის რწმუნებულად?

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ რამდენიმე სოფელში მის წარმომადგენლად ახალი კადრები უკვე შეარჩია.

აღნიშნულს გამოეხმაურა ლიხაურელი პედაგოგი, ორგანიზაცია “ეკოს” ერთ ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე და მიუხედავად პროფესიონალიზმისა და საქმის ცოდნისა, ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებას უბრალოდ პოლიტიკურ შურისძიებად მიიჩნევს.

გორდელაძე საკუთარ ფეისბუქ სტატუსში მთისპირის ყოფილი მერის უკვე ყოფილ წარმომადგენელზე წერს: “არ შემიძლია არ გამოვთქვა საყვედური. რატომ არ დატოვეს სოფლისა და ხალხისთვის თავდადებული, ენერგიული, ჭკვიანი მოღვაწე მაიკო მთისპირში მერის რწმუნებულად? სანამ გაგრძელდება პოლიტიკური თუ წინამორბედის დანიშნულის სტატუსებით, საუკეთესო ადამიანების გადარჩევა? დღე და ღამ, თოვლში, წვიმაში, დარში, ჭირსა თუ ლხინში მაიკო გვერდით ედგა სოფელს. იღწვოდა, ცდილობდა, აშენებდა, უხაროდა… მიმაჩნია რომ ახალმა მერმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. მაიკო არ დაიკარგება! ის სოფლის ქომაგად და გულშემატკივრად დარჩება. მაგრამ სანამდე უნდა გაგრძელდეს საუკეთესო კადრების დაწუნება სხვადასხვა ნიშნით? დაუბრუნეთ მაიკო ჩავლეიშვილი თავის სოფელს. სანთლით რომ ეძებოთ, ასეთს ბევრს ვერ იპოვოთ. მაიკო ჩემი მხარდაჭერა შენ”.წერს გორდელაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share