აშშ-ს მთავრობა სწორი იქნება, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ფინანსური მხარდაჭერა – იან კელი საქართველოს ხელისუფლებაზე

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესსა და გასაუბრებებს ეხმაურება და “ტვიტერზე” წერს:

“რთული არ არის დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არა “დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი” სასამართლოს შექმნა, არამედ მმართველ პარტიას დაქვემდებარებული სასამართლოს უზრუნველყოფაა. აშშ-ს მთავრობა სწორი იქნება, ეჭვქვეშ დააყენოს მათი ფინანსური მხარდაჭერა.” წერს იან კელი.

დღეს განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პროცესით, იმედგაცრუებულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 2 დღეა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დიდი ნაწილის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. პროცესს პროტესტს უცხადებს ევროკავშირის საელჩოც. კარლ ჰარცელის თქმით, მიწვევა მიიღეს, თუმცა დასწრებაზე უარი თქვეს. მიზეზად კარლ ჰარცელი გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობას ასახელებს და ამბობს, რომ პროცესი უნდა დაპაუზდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share