მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩით გახსნა.
თამაში დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის მეოთხე მეოთხედი საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უკეთ ჩაატარა და გამარჯვებაც იზეიმა ანგარიშით – 88:83.