ევროპის ქვეყნები კორონავირუსის ახალი შტამის გამო სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენებზე საგანგებო აკრძალვას აწესებენ, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკომისიის სპიკერის ერიკ მამერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბელგიაში კორონავირუსის ახალი სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად “ომიკრონი” სამხრეთ აფრიკის გარდა ბოტსვანაში და ჰონგ კონგშიც დაფიქსირდა.
27 ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის წარმომადგენელი ფრენებზე აკრძალვას ერთხმად დასთანხმდა. შეზღუდვა შეეხება ბოსტვანას, ესვატინს, ლესოთოს, მოზამბიკს, ნამიბიას, სამხრეთ აფრიკის რეპსუბლიკას და ზიმბამბვეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი შტამი ყველაზე მეტად გავრცელებადია და ასევე, მძიმედ მუტაციურია, რის გამოც, შესაძლოა ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ვერ იმოქმედოს. ახალი ვარიანტი ჯერ კიდევ შესაწავლის საგანია.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვირუსის ახალი ვარიანტი ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.