ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 835 306-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.03%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 157 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 774 458.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 871 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 550 შემთხვევა, აჭარა – 164, იმერეთი – 766, ქვემო ქართლი – 225, შიდა ქართლი – 354, გურია – 137, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333, კახეთი – 257, მცხეთა-მთიანეთი – 105, სამცხე-ჯავახეთი – 139, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.