ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, “ომიკრონი“, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, ევროპაშიც მალე გავრცელდება. ამის შესახებ BBC წერს.
ვარიანტი მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.
ამასთან, სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, შტამის წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი იყოს, ასევე, შესაძლოა, დაიწიოს ბუნებრივად გამომუშავებულმა იმუნიტეტმაც. ამის მიუხედავად, ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვარიანტის შემთხვევაში, ვაქცინები მძიმედ მიმდინარე დაავადებისა და გარდაცვალების წინააღმდეგ მაღალ შედეგს აჩვენებს.