ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე.
„მათი გამოცდილება და რეკომენდაციები დაეხმარება მერიის გუნდს, არაერთ სფეროში სწორად დაგეგმოს მუნიციპალური პოლიტიკა. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, ვგეგმავ შეხვედრებს ოზურგეთში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.