შიშველი ჩამომიყვანეს მეხუთე სართულიდან, ფიზიკურად მისწორდებოდნენ იმის გამო, რომ ივანიშვილს ვაგინე – პოლიტიკური მოტივით დაკავებული ყოფილი პოლიციელის სკანდალური ჩვენება

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინ დაკავებული ყოფილი პოლიციელი ლექსო რაფავა თავის ჩვენებაში იმ სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს, რომელიც დაკავების შემდეგ მასზე სისტემატურად ხორციელდებოდა.

როგორც რაფავამ ჩვენებაში აღნიშნა, პოლიციამ დაკავებისას იარაღი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ჩაუდო, თითქმის შიშველი ჩაიყვანა მეხუთე სართულიდან და ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა, რომ ივანიშვილს აგინა:

“მე ვარ იმ უსამართლო პოლიტიკის მსხვერპლი, რასაც ხელისუფლება ატარებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე თადარიგის ოფიცრების მიმართ. ავტომატური ცეხცლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები, რაც 2011 წლის 21 ოქტომბერს ჩემი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს, მე არ შემიძენია და არც შემინახავს, ის თავად პოლიციამ შეიძინა მართლსაწინააღმდეგოდ ჩემი განეიტრალების მიზნით. ჩემი მეუღლისა და 13 წლის შვილის თანადასწრებით ჩამიდეს ბინაში.

მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურე ქართულ სახელმწიფოს, მიბრძოლია მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებელი განმტკიცებისთვის. ვიცავდი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს და ვიბრძოდი დამნაშავეები წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო (მისი ხელისუფლება), რომლის კანონიერ ინტერებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვიცავდი, მომეპყრა როგორც დამნაშავეს დაკავების დროს, მომექცნენ არაადამიანურად და დამამცირებლად.

პირი, რომელიც ჩემი დაკავების ღონისძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, შემდგომ გავიგე, ყოფილა შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თეიმურაზ კალანდაძე. სწორედ ეს იყო ის პირი, რომელმაც ჩემი დაკავების დროს იძალადა ჩემზე. ფაქტობრივად შიშველი ჩამომიყვანეს მეხუთე სართულიდან და სპეცრაზმის პიკაპის მანქანაში ჩაგდების დროს სახის არეში გამარტყა ხელი და სისტემატიურად მაგინებდა იმის გამო, რომ ვაგინებდი ბიძინა ივანიშვილს და იმ პირებს, ვინც ბრძანება გასცა ჩემი ასეთი ბინძური მეთოდით დაკავების.

ჩემს მიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა გაგრძელდა სენაკის პოლიციაშიც, სადაც ღირსების შემლახავი ფორმით შემიყვანეს სწორედაც თეიმურაზ კალანდაძის დავალებით”, – წერია ლექსო რაფავას ჩვენებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share