ტყიბულის ქვანახშირის შახტიდან მაშველებმა ცოტა ხნის წინ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
მას პირველადი სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და 64 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაჰყავთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ეძებენ მეორე მამაკაცს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა დღეს, 27 ნოემბერს მოხდა. ტყიბულში ქვანახშირის კარიერი ჩამოიშალა, რა დროსაც 2 ადამიანი მიწის მასის ქვეშ მოყვა.