ღარიბაშვილი პოსტს მალე დატოვებს, მის შემცველად 2 ადამიანი განიხილება

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წლამდე თანამდებობას დატოვებს. მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ამჯამინდელი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.

როგორც ამბობენ , ღარიბაშვილს გამოსამშვიდობებელი სიტყვა უკვე დაწერილი აქვს. ჩვენი ინფორმაციით, მალე პრემიერი იტყვის, რომ რადგან პირობა შეასრულა და სააკაშვილი დაიჭირა, საფრთხეები აღარ არსებობს და ქვეყანას უკვე მშვიდად განვითარება შეუძლია. თვითონ ქარსელაძე მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს, გაურბის.

ღარიბაშვილის შემცვლელად, ქარსელაძესთან ერთად, შედარებით პროდასავლური იმიჯის მქონე პარლამენტის თავმჯდომარეც მოიაზრება.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამერიკაში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამიტზე ღარიბაშვილის ნაცვლად, ზურაბიშვილი მიიწვია.

ვინ იქნება ”ოცნების”  ახალი ფალავანი, რომელიც მძიმე პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანას შეეცდება, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ოფიციალურად ცნობილი.

შაბათის ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share