ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” შეყვანილი ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, კერძო სახლში გაზის გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი მოიწამლა, აქედან ერთი ბავშვია.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
გაზის გაჟონვის შესახებ ოჯახის წევრმა მოახერხა დაკავშირება, რის შემდეგაც ოთხი ადამიანის გადმოყვანა კლინიკა “მედალფაში” მოხდა.