მძიმე რეაქცია მქონდა, ძალიან განვიცადე – სააკაშვილის საქმის მოსამართლე გლდანის ციხის კადრებზე

მოსამართლე ლია ორკოდაშვილი, “შაბათის ეთერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ კადრების ნახვის შემდეგ, სადაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში ძალით შეიყვანეს, უმძიმესი რეაქცია ჰქონდა და ადამიანურად ძალიან განიცადა.

”როგორც ადამიანს და როგორც მოსამართლეს, ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა. ძალიან განვიცადე, მკვლელიც რომ იყოს ადამიანი, მისადმი მოქცევა გარკვეულ ფარგლებში უნდა იჯდეს”- აცხადებს მოსამართლე.

მისი თქმით, რა კადრებიც საზოგადოებამ ნახა, მძიმეა სანახავია.

ლია ორკოდაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუ იძლევა გონივრულ ეჭვს, რომ სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება არც პატიმრების ხელით მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორი ე.წ. შუმოკი და კრიმინალური სუბკულტურის გარემოცვაში გლდანის ციხეში მიზანმიმართულად შეყვანილი პრეზიდენტი სააკაშვილი.

”ამ დროს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი უნდა გამოიკვლიო და თუ მიხვედი იმ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფერმა ამ ადამიანის ტანჯვა გამოიწვია, მაშინ რა თქმა უნდა მას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია”- აცხადებს მოსამართლე.

განსასჯელის სკამზე და ბრალდებულის სტატუსით სააკაშვილის ნახვა მოსამართლე ორკოდაშვილს 20 წლიანი პაუზის შემდეგ მოუწევს. მათი გზები პირველად ორიათასიან წლებში გადაიკვეთა, როცა იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს რეფორმა დაიწყო და ლია ორკოდაშვილი კაბინეტში დაიბარა.

”მითხრა შენი ბიოგრაფია და გამოცდილება ვნახეო. დაწინაურება უნდოდა. შემომთავაზა ვაკე საბურთალო ან კრწანისი და უარი ვუთხარი მოსამართლეობა მინდოდა. ძალიან კარგი იყო რეფორმის პირველი წლები”- ამბობს მოსამართლე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share