როგორ დაკარგა საქართველომ 5 წელიწადში 43 ათასი ჰექტარი ტყე

201602021წლებში საქართველოს ტყეების ფართობი 43 ათასი ჰექტარით შემცირდამასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ეს დაახლოებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახევარიაარასამთავრობო სექტორმა ჩაატარა კვლევარომლის მიხედვითაც ირკვევარომ სახელმწიფო ტყეს კერძო თუ იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ ჩუქნისრის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეები ტყეს ჩეხენ და ამ ადგილას სახლებს აშენებენ.

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა – CENN, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ამ საერთო ქონებას სახელმწიფო სხვადასხვა კერძო პირს ურიგებს.

CENN-ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია განმარტავს, რომ 2016 წელს გამარტივდა მიწის რეგისტრაციის წესი. ტყის ფონდის გასხვისება ახლა სამინისტროების გვერდის ავლით, თვითმმართველობის დონეზე ხდება. მუნიციპალიტეტებში შექმნილია აღიარებითი კომისიები, რომლებიც წყვეტენ, ვის მისცენ მიწა და ვის – არა.

შედეგად, 2016 წლიდან დღემდე მთელ საქართველოში ტყის ფონდიდან დაახლოებით 43 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი არის ამორიცხული. სულ გასხვისებულია ტყის 25 ათასი უბანი, აქედან 18 ათასი კერძო პირებზე, დანარჩენი – იურიდიულზე.

შიდა ქართლში ბევრი ნაკვეთია გადაცემული საპატრიარქოსთვისბევრი ნაკვეთია გადაცემული კერძო პირებზეხშირად ისინი ამ ტერიტორიებს მშენებლობისთვის იყენებენძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისის მიმდებარე ტერიტორიებიბულაჩაურიჭოპორტიასევე ბორჯომიბაკურიანისადაც მიწა ძვირიათუმცაამ შემთხვევაში ეს მიწები უფასოდ გაიცემა ამბობს მკვლევარი ვახო ჩიტიშვილი.

პროცედურა ასეთია: პირმა თუ კომპანიამ, რომელსაც მიწის ნაკვეთის დაკანონება სურს, უნდა მოამზადოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დაამტკიცოს, რომ ეს ტერიტორია წარსულში ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ამ შემთხვევისთვის, როგორც წესი, მუნიციპალურ არქივებს იყენებენ.

როგორც მეუბნებიან, ძალიან ადვილად ხდება მიწის დამტკიცებათან ძალიან კარგიძვირადღირებული ადგილებისკორუფციაზე საუბარი რთულიამაგრამ ფაქტიარომ ამის ეჭვი ჩნდება.

ჩვენ გვინდარომ თუ სახელმწიფო ტყის ნაწილს კერძო მესაკუთრეს გადასცემს, ეს მთავრობის დადგენილებითპრემიერმინისტრის ხელმოწერით მოხდეს და არა ადგილობრივ დონეზეგარემოს დაცვის სამინისტროს გარეშე, – ამბობს ნანა ჯანაშია.

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მთელ ამ პროცესში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტყის ნაწილის კერძო მესაკუთრეზე გადაცემის შემდეგ, ამ ტერიტორიას ტყის სტატუსი ეხსნება.„კერძო მესაკუთრეები დაუყოვნებლივ იწყებენ ტყის გაჩეხვასბეტონის გალავნებისა და აგარაკების მშენებლობასეს ხდება ბულაჩაურშიბორჯომში..ასევე იურიდიული კომპანიებირომლებსაც დიდი ფართობები გადაეცათიქ სასტუმროებს აშენებენ, – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი.

გარემოს დამცველების მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ გასხვისებულ ნაკვეთებს ტყის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე მათ გაჩეხას ვეღარ შეძლებს. ისინი ასევე ითხოვენ შეჩერდეს გამარტივებული წესით მიწების გასხვისება.„თუ არა დაჩვენ ვკარგავთ არა მარტო ტყესარამედ მიწებსწყალსჩვენი ტყეები არ არის სამრეწველო დანიშნულებისჩვენი ტყეები არის წყალწარმომქმნელიწყალდაცვითი… და თუ ტყე არ გვექნაარც წყალი არ გვექნება ამბობს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ხელმძღვანელი.

რამდენად გაიზიარებს გარემოს დამცველების მოთხოვნებს სახელმწიფო, ნათელი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავეს.

radio tavisufleba

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share