ისრაელი 14 დღის განმავლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებს, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ამის შესახებ BBC წერს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების გამო გუშინ გვიან საღამოს მიიღო, დაწესდა სხვა რეგულაციებიც, რომელიც გაფართოებულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
იმის გარდა, რომ ქვეყანაში არაისრაელელების შესვლა იკრძალება, ძალაში შევა სამდღიანი სავალდებულო კარანტინი ისრაელის ყველა ვაქცინირებული მოქალაქისთვის, არავაქცინირებულებს კი 7-დღიანი კარანტინი მოუწევთ.
ისრაელში, ამჟამად, კორონავირუსის ახალი შტამის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ სამხრეთ აფრიკასთან და მის მეზობელ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეზღუდა.