ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 333 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 838 639-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.98% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.94%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განგამოჯანმრთელდა 5 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 779 510.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 927 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 333 შემთხვევა, აჭარა – 116, იმერეთი – 617, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 254, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი – 178, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.