“ომიკრონის” წინააღმდეგ განახლებული ვაქცინა მზად 100 დღეში იქნება – Pfizer/BioNTech

Pfizer/BioNTech-ის თანახმად, თუ არსებული ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” წინააღმდეგ არაეფექტური აღმოჩნდება, კომპანია 100 დღეში ვაქცინის განახლებულ ვერსიას შეიმუშავებს და მიწოდებისთვის მზად იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას Theguardian ავრცელებს.

“Pfizer-მა და BioNTech-მა თვეების წინ გადადგეს ნაბიჯები, რათა ახალი ვარიანტის გავრცელების შემთხვევაში 6 კვირაში შესაძლებელი ყოფილიყო mRNA ვაქცინების ადაპტირება, ხოლო 100 დღის ვადაში მიწოდება დაწყებულიყო”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, Pfizer/BioNTech-ში აცხადებენ, რომ  მათ ორ კვირაში ეცოდინებათ, რამდენად ეფექტიანია არსებული ვაქცინა “ომიკრონის” შტამის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ Novavax-ის განცხადებით, კომპანია კოვიდის ახალი შტამის, “ომიკრონის” ვაქცინაზე მუშაობს

მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს გაავრცელეს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხდა, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმაზე მეტად საყურადღებოა, ვიდრე ის მუტაციები, რაც აქამდე მეცნიერებმა იცოდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share