“ეთნიკურ და კონფენსიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას ემოციური პოსტი, სოციალურ ქსელში, დაცლილ სოფლებს ეხება…:
“დღეს რამდენიმე ასეული კილომეტრი გავიარე, ათეულობით სოფელი და გაუკაცრიელებული ქვეყანა ვნახე. სოფლებში ადამიანები აღარსად გხვდებიან, ბავშვების ხმაური არ ისმის, მეზობლის კარებს მიმდგარი არც კაცი დამინახავს არც ქალი. საკუთარ ეზოებში გამოსული ადამიანებიც კი არ დამილანდავს.
თუ ეზო-კარი აჭედილი არ არის და მიტოვებული, მაშინ ერთი ოთახიდან ერთი ნათურა ბჟუტავს და იმით გრძნობ, რომ იქ კიდევ სიცოცხლეა.
რა უქენით ამ ქვეყანას. სად გააქრეთ სიცოცხლე? დააბრუნეთ ქვეყანა!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.