ბათუმის დინამო ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა

ბათუმის „დინამო“ ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჩემპიონია. ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „სამტრედიასთან“ თამაში ფრედ დაასრულა 0:0 და ბათუმელების დაწევის შანსი დაკარგა.

დინამო“ ბათუმს” 34 თამაში და 71 ქულა აქვს. მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ კი, 35 თამაშიდან 67 ქულა აქვს მოგროვებული, ხოლო ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. შესაბამისად, თბილისურმა გუნდმა დარჩენილი თამაში, რომც მოიგოს, ის „დინამო“ ბათუმს ქულათა რაოდენობით ვეღარ გადაუსწრებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share