“რას ვუსმენ, რას ვხედავ, მკლელებიო და თავად ყოფილან”-წერს ლანჩხუთელი პედაგოგი, ლადო აფხაზავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. პოსტის ქვემოთ კომენტარებში კი- თუ რასთან დაკავშირებითაც გააკეთა მან მსგავსი პოსტი, აფხაზავა აკონკრეტებს, რომ საქმე მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს ეხება:
“9 საათზე გაახმოვანებენ, გორში რაც ხდება, პრეზიდენტის ფანჯრების ქვემოთ დაყენებული ჰყავთ ავტომანქანა რომელიც კლავს ადამიანებს. ექიმებიც გაიმეტეს ყველა ვინც იქ მუშაობს”- აღნიშნავს აფხაზავა.
როგორც სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი რუსკა მჭედლიძე წერს, მიხეილ სააკაშვილის ფანჯარასთან დააყენეს მანქანა, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის:
“სააკაშვილის ფანჯარასთან დააყენეს მაქანა, ე.წ. “სისტემა კუპოლი”, ანუ გუმბათი, რომელიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს და 100 მეტრის რადიუსში სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის ადამიანებს, იწვევს სისხლის გათეთრებას, ფსიქოლოგიურ აშლილობას, ხელს უშლის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს” – წერს რუსკა მჭედლიძე.