სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას თქმით, აპარატურა, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალის გარეთ, მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯრებთან დგას, 150 მეტრის რადიუსით გარეშე შემომავალ სიგნალებს ახშობს.
მისი განმარტებით, აპარატურა ჯანმრთელობისთვის საშიშია და მან შესაძლოა გამოიწვიოს სიმსივნე, დაღლილობა, უძილობა და აშლილობა.
“ეს არის აპარატურა, რომელიც ახშობს გარეშე შემომავალ სიგნალებს სადღაც 150 მეტრის რადიუსით. ჩვენ რა სიხშირესაც მივცემთ ამ აპარატურას, იმას ჩაახშობს. ბუნებაში, რაც ელექტრომაგნიტური ტალღა არსებობს, ყველა აპარატურას ახშობს, რომელიც მუშაობს ელექტრომაგნიტურ ტალღებზე.
ამას აქვს სხვადასხვა დანიშნულება, თუნდაც გადაფარონ ელექტრომაგნიტური წყაროები, ვთქვათ, ვიღაცას გამოართვას დარეკოს, შეიძლება დრონმა არ გადაიღოს, შეიძლება დრონით მართულმა აპარატურამ ვერ მიაღწიოს დანიშნულების ადგილას, თუნდაც უპილოტომ არ იმუშაოს, მაგრამ ამ ინტენსივობით დასხივება, 24 საათი თუ ჩართულია, ძალიან დიდი საშიშროების მქონე აპარატია”,-თქვა თემურ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ჩალაძემ ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვვილის პალატის ფანჯრებთან მანქანა აყენია, “რომელიც ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს”.