“არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას, აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომლის საქმეს დღეს კოლეგია განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.
ამასთან, მოსამართლეებმა სააკაშვილს მიმართეს, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, წყალი დალიოს.
„ვითვალისწინებთ თქვენს ჯანმრთელობას“, – განაცხადეს მოსამართლეებმა, რის შემდეგაც სააკაშვილმა მიმართა მათ: „მადლობა, ვაფასებ სიკეთეს“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან.
ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.