ისტორიული გამარჯვება! საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი დაამარცხა

ამ შეხვედრას საქართველო 30 წელი ელოდა. მატჩი, რომელშიც მონაწილეობაზეც ლეგენდებიც კი ოცნებოდნენ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის ჩვენი ეროვნული გუნდის სრული უპირატესობით დაიწყო.

მოედანზე პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა ქართველების უპირატესობა. მეშვიდე წუთზე მეტოქე თორნიკე ოქრიაშვილთან, საკუთარ საჯარიმოში დაჯარიმდა.

პენალტი თვითონ თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა და ანგარიში გახსნა.

ეს დღე ძალიან ემოციურია ქართველი ქომაგებისთვის, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უეფას გადაწყვეტილებით სტადიონზე მაყურებლების დაშვების ნებართვა გასცა, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მატჩს მაყურებელი ტრიბუნაზე არ დასწრებოდა.

ამის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრები დინამო არენას სტადიონზე შეიკრიბნენ და მატჩის დაწყებამდე ფლეშმობი მოაწყვეს და ასე გაამხნევეს საქართველოს ნაკრები …

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: