ნინო წილოსანი ენმ-ს მოუწოდებს, რომ სასამართლოსთან დესტრუქციული ქმედებებისგან თავი შეიკავოს

„თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან“, განაცხადა დღეს, 29 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას.

 

“წლების მანძილზე საზოგადოებაში იყო ინტერესი 7 ნოემბრის საქმეზე დამდგარიყო განაჩენი და გამოვლენილიყვნენ დამნაშავეები. დღეს ამ საქმეზე გაიმართება სასამართლოში მოსმენები. მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მუდმივად გვპირდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით არ შექმნიდნენ უსაფრთხოების კუთხით რაიმე განსაკუთრებულ საშიშროებას, დღეს დააანონსეს აქციების ფონზე სასამართლო პროცესის წარმართვა. მინდა მოვუწოდო მის მხარდამჭერებს, მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან. ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა, არაერთხელ გვინახავს “ნაციონალური მოძრაობის” დაანონსებული მშვიდობიანი დემონსტრაცია როგორ გადაზრდილა ძალადობრივში,”- განაცხადა წილოსანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share