მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს მოსახლეობისთვის მიმართვით დაიწყო. მიესალმე საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და საზოგადოებას:
“მე მინდა დაგისვათ კითხვა. ეს რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში, მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყით განცდა? არ მოგენატრათ ტემპი და დრაივი განვითარების? არ მოგენატრათ სიახლე და აღმშენებლობა? არ მოგენატრათ სიყვარულო და სითბო? არ მოგენატრათ გამარჯვების ზეიმი? და თუ ეს ყველაფერი მოგენატრათ, მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი ერთად უნდა დავასრულოთ…” განაცხადა მესამე პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.