ლანჩხუთის გამგეობის კულტურის განყოფილების ყოფილი ხელმძრვანელი ირმა მგელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“იდიოტოკრატია! მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ჭკვიანი ადამიანებისაგან მესმოდა(მეც ვიზიარებდი), რომ ქვეყანაში რაც ნაკლებია საჯარო სექტორში დასაქმებული მით მეტია წარმატებული სფეროები. ანუ საჯარო სამსახურმა ხიბლი უნდა დაკარგოს ისე უნდა განვავითაროთ კერძო სექტორიო. ყველამ ვიცით, რომ კერძო სექტორი თავისთან მხოლოდ განათლების და კარგი უნარჩვევების, პროფესიონალების დასაქმებას არჩევს. ისიც ვიცით,რომ საბიუჯეტო ორგანიზაციები გავსებულია ნეპოტიზმის და “ქართულ-ჯიგრული” პონტით დასაქმებული ადამიანებით(ნუ 80% მაინც), ამათგან უმრავლესობამ არ იცის რა ფუნქცია აკისრია, დარწმუნებული ვარ განცხადების დაწერაც გაუჭირდება უშეცდომოდ და ახლა რა გამოდის? რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა? მივიღეთ ხელისუფლების(პანდემიაც მიეხმარა)უნიათობის გამო უკაპიკოდ სახლში გამომწყვდეული ძლიერი კადრები და მზესუმზირის საკნატუნოდ მოსიარულე თანამშრომლები სახლში თბილად, უზრუნველყოფილები. როგორ ანაწილებს მთავრობა ჩვენს ფულს ამას არავინ კითხულობს. ასეთია სამწუხარო რეალობა.”
“მივიღეთ უკაპიკოდ სახლში გამომწყვდეული ძლიერი კადრები და მზესუმზირის საკნატუნოდ მოსიარულე საჯარო მოხელეები”