საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან ამხილა სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. მან დეტალურად გაიხსენა რუსთავიდან გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანის დღე.
მან გლდანის ციხეში, მის წინააღმდეგ “შუმოკის” ორგანიზებაში ციხის ადმინისტრაციას დაადო ხელი:
“წამოსვლის წინ, როცა შევხვდი ევროპარლამენტარებს მათ მკითხეს, არ გგონია, რომ როცა საქართველოში ჩახვალ, შენ იქ გაწამებენ, მე ვუთხარი 21-ე საუკუნეში ვინ აწამებს ვის, კარი ეხლა, როგორ გაბედავენ, ამერკის სენატში შევხედრისას ერთ-ერთმა სენატორმა მკითხა, ჩვენ უბრალოდ გვეშინია შენ პირად უსაფრთხოებაზე, ციხეში რა შეიძლება გიქნანა, ამაზე ვუთხარი, 21-ე საუკუნეში ჩვენ ციხეში, ვინ რას გაბედავს. ამის მერე, მთელი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ეგრევე მეუბნებიან, რომ ტელეფონით ზარების განხორციელების უფლება არ მაქვს, ერთ-ერთი გამოგონილი საქმის გამო, რა თქმა უნდა, სადაც მაშ შემდეგ რაც ხელი დავუქნიე სააბაზანო ოთახიდან რამდენიმე ათეულ ადამიანს რომლებიც უბრალოდ იყვნენ გარეთ მოსული და შემთხვევით გადავიკვეთეთ, დაგმანეს ფანჯარა, ატყდა ერთი ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი სახის დანავა ახლა შუშიდან მაინც შეიძლება და ისე არ შეიძლებლოდა არსაიდან. და ამის შემდეგ თავიდან მე გამოვაცხადე შიმშილობა და სიტუაცია იყო ისეთი, რომ თავიდან ექიმებს ჩემთან არ უშვებდნენ, გარდა იქ დაწესებულების ექიმებისა, მერე შეიქმნა საზოგადოების ზეწოლის შედეგად სახელმწიფო კონსილიუმი, რომელმაც დაწერა რეკომენდაცია, რომ პრევენციულად, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით უკვე მქონდა გაუარესება, უნდა გადავსულიყავი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ეს დაწერეს, ამის შემდეგ კიდევ გრძელდება სიტუაცია, როცა ხან ადვოკატებს არ უშვედნენ, ხან უკრაინის სახალხო დამცველი დაგმანეს, ხან ჩემ მოძღვართან შეხვედრაზე უარი მითხრეს, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ყველა შესაბამის ინსტანციას გადაგზავნილი აქვს. და ამის მერე დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემ ორ შვილთან, დანიშნული მქონდა შეხვედრა სახელმწიფო კონსილიუმთან, მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად მატყუებნდნე და შემდეგ შემოდის ჩემ საკანში ციხის უფროსი და ამბობს, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაყავხართ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, მე ვუთხარი მითხარით სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა სადღაც თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კაი კლინიკაა, მე ვუთხარი მინდა ვიცოდე ზუსტად რა კლინიკაა, შენი უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ.
მე ჯერ კიდევ ამ ვერაგობას ბოლომდე ვერ შევეჩვიე, ჩქარა, ჩქარა ჩაალაგე, ყველაფერს გამოგიგზავნით, დანარჩენს და წადი იქ. და ჩავჯექი სასწრაფო დახმარების მანქანაში, მიმიყვანეს როგორც ცნობილია გდანის დაწესებულებაში, სადაც პატიმრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ მე მივდიოდი, იმიტომ, რომ არ იყო გაღებული სასწრაფო დახმარების კარები, როგორც კი შევიდა ატყდა შუმოკო ეგრევე, და ჩემი სახელის ძახილი ეგრევე, არავინ არ იცოდა რომ იქ მივდიდოი, ყველას ეგონა, რომ ეს იყო გორის ჰოსპიტალი, ამათ რატომღაც იცოდნენ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ის ძალით გადმოათრიეს მანქანიდან, ბევრი ურტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მის მოხჩობის მცდელობაც. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გახადეს ფეხსაცმელი, შემოახიეს და გააძრეს ტანსაცმლის ნაწილი “ასე შიშველი ამიყვანეს, ცემა-ტყეპით და გინებით”.
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, გამოუდმებით ესმოდა გინება, მუქარები და ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული.
“ის იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ, და რა მნიშვნელობა აქვს, არ იყოს სააკაშვილი და იყოს ქიბროწაშვილი, რა უფლება აქვთ, რომ ამის შემდეგ საერთოდ ვინმე იღებს ხმას სამართალდამცავი სისტემიდან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ გაუმართლა რომ გონება ადვოკატების თანდასწრებით დაკარგა, რადგან ეს სასიკვდილოდ იყო განწირული. მან ექიმ რეანიმატოლოგ, გულიკო ქილიფთარს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა დაგაუხადა.
“ეს იყო სიტუაცია, როცა გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა ჩემი სოცოცხლე. იმიტომ, რომ გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთის განმავლობაში, ეს არის ძალიან გრძელი ვადა, სპეციალისტებმა იციან, ამ დროს შეიძლება მოხდეს იშემიური ინსულტი, ტვინის სიკვდილი, გულის გაჩერება, ყველაფერი. გულიყო, მე ძალიან კარგად მახსოვს ლოყაში მირტყამდა, მეუბნებოდა, არ მოკვდე, არ მოკვდე, არ მოკვდე, დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა.