ზურაბ ზვიადაური 50 000 ლარიანი გირაოთი, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ზვიადაური სასამართლოს დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ზვიადაურის გარდა, თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გაათავისუფლა. მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share