დღეს ჩოჩხათის საჯარო სკოლაში ძლიერი დაკვამლიანების გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო.
სპეციალისტების დროული ჩარევის შედეგად მოხერხდა პრობლემის აღმოფხვრა.
შემთხვევის ადგილზე გურიის შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი მერაბ ჭანუყვაძე და ლანჩხუთის მერის მოადგილე, ბიძინა იმნაიშვილი იმყოფებოდნენ.