მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ უკვე წაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან. პენიტენციურის მანქანამ პოლიციის ესკორტით რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დააბრუნებენ.
ის 7 ნოემბრის საქმეზე მისი სასმართლო სხდომის მეორე ნაწილს აღარ დაესწრება. იქამდე კი მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან მოსახლეობას ვრცელი სიტყვით მიმართა, ისაუბრა “ოცნების” რეჟიმზე, მის მიმართ წაყენებული საქმეების სამართლებრივ აბსურდულობაზე და რაც მთავარია, მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.
მესამე პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემა ძალადობაში პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ამხილა.