როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 დეკემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share