“სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი პუტინის დაგეგმილია, მისივე განცხადებით ასე გამოდის, რომ მალფუჭებად პროდუქტებთან ერთად სატვირთო მანქანით სააკაშვილი ვლადიმერ პუტინმა ჩამოიყვანა”,-ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე, სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას.
“ჩვენ კარგად გვახსოვს, რა მოხდა 7 ნოემბერს და იმ დღეებში, როცა განახორციელეს რეიდი ტელეკომპანია “იმედზე”, დღეს იგივე ხალხი გადაფუთულები ზოგი არასამთავრობოს საფარქვეშ, ზოგი ტელევიზიების პროდიუსერია, ზოგი ოპოზიციაში გადავიდა და იგივე ხალხი აქეთ გამოთქვამს კრიტიკას, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დარღვევები დაინახონ. ნებისმიერი რეფორმის გატარების დროს, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვა არის სავალდებულო და არავითარი კომპრომისი ადამიანის უფლებების დაცვის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს დაშვებული – ეს არის ჩვენი პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ როცა ტყეს ჭრიან, შეიძლება ნაფოტებიც სცვიოდესო,”,-თქვა არჩილ თალაკვაძემ.